მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) ს/გზის 115-ე და 118–ე კმ–ებზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-სა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-მ განახორციელა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) ს/გზის 115-ე და 118–ე კმ–ებზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში შესრულდა ნაპირდამცავი ბეტონის ბლოკებით დეზების მოწყობის სამუშაოები, მდინარის კალაპოტის ფორმირება, დაზიანებული გზის მონაკვეთებზე მოეწყო მიწის ვაკისის საფუძვლის და ასფალტბეტონის საფარი და ასევე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი. პრევენციის მიზნით განხორციელდა მიწის ვაკისის გამაგრება ქვა-ყრილით.
სამუშაოები დასრულდა 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს.
პროექტის ღირებულება შეადგენს 2 461 139 ლარს.